პერესი ზიდანს და ბეილს საერთო ენის გამონახვას ურჩევს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა უკან დაიხია. მას შემდეგ, რაც მარკო ასენსიომ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, პრეზიდენტმა პერესმა გუნდში ბეილის საჭიროება დაინახა...
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბეილსა და ზიზუს საერთო ენის გამონახვა ურჩია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები.
ზიზუ დადასტურებულად აცხადებს, რომ გარეთი აღარ სჭირდება და მის ახალ პროექტში უელსელი მოთამაშე აღარ მოიაზრება.
თავის მხრივ, ბეილი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ უკვე იცის, სად განაგრძობს კარიერას.
- 25 ივლისი 2019
- 2 037
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.