ბენზემა „რეალთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს
კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს...
ფრანგი ფეხბურთელი მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით „ბლანკოსში“ 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს. ახალ კონტრაქტში კი მისი „ბლანკოსში“ დარჩენა 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვალისწინებელი.
ასევე ცნობილი ხდება, რომ არ შეიცვლება არცერთი პირობა, რომელიც ხელფასთან და სხვა დეტალებთან არის დაკავშირებული. კონტრაქტში განახლებულ ვარიანტში წარმოდგენილი მხოლოდ ხანგრძლივობა იქნება.
კარიმი დეკემბერში 32 წლის ხდება, ის ზინედინ ზიდანის ნდობით სარგებლობს და ფრანგი სპეციალისტი შეუცვლელ ფიგურად განიხილავს.
- 25 ივლისი 2019
- 2 185
- 15