ლუკას ვასკესი რჩება!
მას შემდეგ, რაც მარკო ასენსიომ ტრავმა მიიღო, ლუკას ვასკესის პოზიციები სამეფო კლუბში კიდევ უფრო გამაგრდა...
ესპანელ ფეხბურთელს „ინტერში“ ან „არსენალში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
ზიზუ ისედაც ყოყმანობდა, ახლა კი დარწმუნდა, რომ ვასკესი სჭირდება. ლუკასი არის ფეხბურთელი, რომელიც სასტარტოშიც კარგად გამოდის და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომაც არ ამბობს უარს. საბოლოო ჯამში ესპანელი მოთამაშე სეზონში 30-35 მატჩს მაინც თამაშობს და კმაყოფილია.
„რეალი“ „არსენალის“ და „ინტერის“ წინადადებებს აღარ განიხილავს და ლუკასი მომდევნო სეზონშიც „მერენგების“ რიგებში იქნება.
- 25 ივლისი 2019
- 3 385
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.