ასენსიოს ტრავმამ ბეილის მომავალი შესაძლოა შეცვალოს
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზინედინ ზიდანი მარკო ასენსიოზე გათვლას ვეღარ გააკეთებს. ფეხბურთელს 8 თვე სჭირდება იმისთვის, რომ მოედანზე დაბრუნდეს, მაგრამ როგორც კონდიციაში დაუბრუნდება ის მწვანე მინდორს არავინ იცის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო სეზონში „ბლანკოსს“ მარკოს გარეშე მოუწევს ასპარეზობა...
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მარჯვენა ფლანგზე ზიზუ სწორედ ასენსიოს განიხილავდა, ახლა კი გეგმების შეცვლა მოუწევს.
Bernabeudigital-ის ინფორმაციით, ასენსიოს ტრავმამ შესაძლოა გარეთ ბეილის მომავალი შეცვალოს.
ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც „რეალი“ უპირობოდ დათანმხდება, გარეთის ნეიმარში გაცვლაა. ამ შემთხვევაში ფლანგებზე აზარი და ბრაზილიელი ვარსკვლავი განთავსდებიან.
- 24 ივლისი 2019
- 2 266
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.