მოდრიჩი:„ბეილი დიდი მასშტაბის ფეხბურთელია“
ლუკა მოდრიჩმა „არსენალთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„რთული მატჩი იყო, მაგრამ გამოიკვეთა შტრიხები, რაც მაბედნიერებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „რეალი“ მრავალმხრივად უტევს.“
„ბეილის გოლი? გარეთი ძალიან დიდი მასშტაბის მქონე მოთამაშეა და ეს არაერთხელ დამტკიცებულა.“
„ახალწვეულები ადაპტაციას გადიან. ნაჩოს გაძევებას იოვიჩის მოედნიდან გასვლა მოჰყვა, მაგრამ სერბი ხშირად გამოჩნდება მოედანზე, დარწმუნებული ვარ, ზიდანი მას შანსს მისცემს.“
„ასევე აღსანიშნავია ფერლან მენდის თამაში, რომელიც ძალიან ბევრს მოძრაობს და ცდილობს პროდუქტიული იყოს, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.“
„ასენსიოს ტრავმამ ყველაზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მარკოს მთელი გუნდი მხარდაჭერას უცხადებს.“
- 24 ივლისი 2019
- 2 189
- 22