რაულს შეიძლებოდა ვერ გაეტანა
50-ე წუთზე გატანილი გოლი რაულისთვის რეკორდის მომტანი აღმოჩნდა
რაულმა სარაგოსასთან გატანილი გოლის შემდეგ ბომბარდირებს შორის მესამე ადგილი დაიკავა ლა ლიგის ისტორიაში, მაგრამ შეიძლებოდა ეს რეკორდი ჩაშლილიყო,რადგან რაულმა პელეგრინს გოლამდე რამოდენიმე წუთით ადრე შეცვლა სთხოვა. 228 გოლის ავტორმა თამაშის შემდეგ რეპორტიორებთან განაცხადა: ”მე დავიზიანე კოჭი და თამაშის გაჩერებისთანავე ვითხოვე შეცვლა, მაგრამ ბენზემა რამოდენიმე წუთით შეფერხდა და შემდეგ შეტევაში მე გოლი გავიტანე,ძალიან გამიმართლა. ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მთავარი ისაა რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.–განაცხადა რაულმა.
როდესაც რეპორტიორებმა რაულს კითხეს თუ როგორი შეგრძნება იყო როცა მან რეკორდი მოხსნა სარაგოსას სტადიონზე,სადაც მას 16 წლის წინ დებიუტი ჰქონდა, რაულმა მარტივი პასუხი გასცა: ”ყოველთვის სასიამოვნოა აქ დაბრუნება”.
- 25 აპრილი 2010
- 2 609
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.