მარკო ასენსიოს ტრავმა უმძიმესი გამოდგა
მარკო ასენსიოსთან დაზიანებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება...
ბოლო ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის მდგომარეობაზე იმაზე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე უკიდურესად პესიმისტი ქომაგი წარმოიდგენდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს 95%-იანი ალბათობით ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 თვიან სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს.
დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ყველაზე კარგ ვარიანტში მარკო მოედანზე 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოჩნდება.
- 24 ივლისი 2019
- 4 050
- 12