ოდრიოზოლა:„ბეილი 100%-ით დაიხარჯა“
ალვარო ოდრიოზოლამ „არსენალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ბედნიერი ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდი. 3 თვიანი პაუზა მქონდა, რაც ჩემს ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებდა. ყველაფერი ცუდი უკან მორჩა და დიდი მოტივაცია მაქვს. მჯერა, როგორც საკუთარი, ასევე კოლექტივის შესაძლებლობების, ჩვენ წინ დიდი სეზონი გვაქვს.“
„თავდამსხმელები? არჩევანი ძალიან დიდია, გადაწყვეტილებას კი ზიდანი მიიღებს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პოტენციალის მქონე გუნდი, ქომაგებს რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს შესთავაზებს, რომელსაც სხვადასხვა მატჩში გამოიყენებს.“
„მარკო ასენსიო შესანიშნავ ფორმაში იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს არ გასტანს. ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ასენსიოს დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით, მას მხარდაჭერას ვუცხადებ.“
„ბეილი მოედანზე გამოვიდა და 100%-ით დაიხარჯა, ის პროფესიონალია და უდიდეს გამოცდილებას ფლობს. დარწმუნებული ვარ, გარეთის სამომავლო გეგმები ისე წარიმართება, როგორც მის კარიერას წაადგება.“
- 24 ივლისი 2019
- 1 220
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.