ბეილის საკითხი ივლისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს
გარეთ ბეილის მომავალი ძალიან დიდი კითხვისნიშნისქვეშ დგას...
უელსელი ფეხბურთელის სამეფო კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია და ამაზე ალბათ აღარავინ ფიქრობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია სად განაგრძობს კარიერას გარეთი.
ბრიტანელის სანაცვლოდ „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი„ 90-90 მილიონ ევროს იხდიან.ასევე ცნობილია, რომ გარეთს ჩინეთიდან საოცარი შემოთავაზება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელი ანიჭებს უპირატესობას ევროპაში დარჩენას.
რაც შეეხება ნეიმარში გაცვლის საკითხს. ბეილი „პსჟ“-ს ვარიანტს აქტიურად განიხილავს და ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ შეთანხმების ალბათობა დიდია.
პრესის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ბეილის მომავალს ივლისის ბოლომდე აუცილებლად გაარკვევს.
- 23 ივლისი 2019
- 1 800
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.