ზიდანი:„ბეილთან ერთად დიდი ალბათობით ხამესიც წავა“
ზინედინ ზიდანმა „არსენალთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„წინ საკმაოდ რთული მატჩი გველის, მაგრამ ეს იქნება კარგი გამოცდა და ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად კარგ ფორმაში ვართ. „არსენალს“ ჩვენზე მეტი მატჩი აქვს გამართული, თუმცა ეტაპობრივად უნდა ვეცადოთ სასურველ კონდიციამდე მისვლას.“
„„ბაიერნთან“ მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ გუნდმა აჩვენა შეტევითი პოტენციალი და ფიზიკური კონდიციის დონე, რაც ძალიან კარგია.“
„ამერიკის მატჩები კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა.“
„რატომ ვარჯიშობს ბეილი „რეალთან“ ერთად? უელსელი ჩვენი კოლექტივის წევრია და რატომ არ უნდა ივარჯიშოს? მე ვთქვი, რომ გარეთი კლუბს დატოვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანამ აქაურობას ოფიციალურად დაემშვიდობება, არ უნდა ივარჯიშოს და დავალებები არ შეასრულოს.“
„ჩვენს შორის დაპირისპირება არ არის. უელსელს პატივს ვცემ, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს.“
„დიდი ალბათობით, ბეილთან ერთად „ბლანკოსს“ ხამეს როდრიგესიც გამოემშვიდობება. ჩვენ რამდენიმე წინადადებას განვიხილავთ და საბოლოოდ სწორედ ფეხბურთელთან ერთად შევჯერდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სურს თავად კოლუმბიელს.“
„ტაკეფუსა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც უყვარს ფეხბურთის თამაში და დიდი მონდომებით გამოირჩევა. იაპონელისთვის არ არსებობს მკაცრი ბარიერი, ავტორიტეტული ფეხბურთელები და ასე შემდეგ. კუბო გადის მოედანზე და ბოლომდე იხარჯება, მას დიდი მომავალი აქვს. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. სეზონის სტარტს გადავყწვეტ, დარჩება თუ არა ახალგაზრდა მთავარ გუნდში.“
„როდრიგო გოეში უნივერსალია, აქედან გამომდინარე, მას ახალ პოზიციაზეც მოვნიშნავ. არ ვთვლი, რომ ბრაზილიელს მხოლოდ ფლანგზე თამაში შეუძლია, მისი საფეხბურთო ინტელექტი სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა.“
„ითამაშებს თუ არა ბეილი „არსენალთან“? დიდი ალბათობით, უელსელი მოედანზე არ გავა, ხოლო ვარჯიშში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.“
„მადრიდის „რეალი“ ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მახარებს.“
- 23 ივლისი 2019
- 9 792
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.