ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერის შემთხვევაში, მბაპე „პსჟ“-ში მრავალი წელი დარჩება
La Parisien იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ ნეიმარის დამატებასთან ახლოს არის. ფლორენტინო პერესი პარიზში ბეილს უშვებს და 100 მილიონ ევროს იხდის, რაც ფრანგებისთვის აბსოლუტურად მისაღებია...
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება, კილიან მბაპესთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც 2020 წელს უნდა განხორციელდეს რამდენიმე წლით გადაიწევს. „პსჟ“ 2 წლის მანძილზე 2 ლიდერს არცერთ შემთხვევაში არ შეელევა.
ტომას ტუხელი ახალ გეგმას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“ ბეილი-კავანი-მბაპეს ტრიოთი შეუტევს.
ესპანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ წელს ნეიმარის დამატებას, მომდევნო წელს კილიანის დამატება სჯობს და ფლორენტინო პერესმა ბარტერი არ უნდა მოახდინოს.
როგორც სჩანს, კვირის მთავარი თემა სწორედ ნეიმარისა და ბეილის მომავალი იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
- 22 ივლისი 2019
- 2 777
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.