The Independent - მოლაპარაკებების პირველი ეტაპი შედგა!
The Independent იუწყება, რომ მადრიდის „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე შედგა, რაც ფლორენტინო პერესისა და ალ ჰელაიფის სატელეფონო კავშირს გულისხმობს...
როგორც სჩანს, ორივე გუნდიდან არის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნეიმარისა და ბეილის გაცვლა მოხდეს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, პერესმა ალ ჰელაიფს ბეილი და 90 მილიონი ევრო შესთავაზა, პარიზელთა მმართველომა კი 100 მილიონი მოითხოვა, რაზეც პერესისგან თანხმობა მიიღო.
ბრიტანული და ესპანური გამოცემები იუყწებიან, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში „რეალისა“ და „პსჟ“-ს გენერალური დირექტორები ერთმანეთს შეხვდებიან და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას შეეცდებიან.
- 22 ივლისი 2019
- 8 597
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.