მეანა - „პოგბას სკანდალი 31 აგვისტომდე გაგრძელდება“
ესპანელმა ჟურნალისტმა და მიმომხილველმა, ანტონ მეანამ, რომელიც პოლ პოგბას „რეალში“ ტრანსფერის საკითხს აქტიურად აშუქებს, განაცხადა, რომ ეს სკანდალი აგვისტოს ბოლომდე არ დასრულდება...
„ყოველდღიურად არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და ფაქტია, რომ პოლს „რეალში“ თამაში სურს, „იუნაიტედი“ კი მას ძალით იჭერს.“
„ამ სკანდალს წერტილი 31 აგვისოტმდე არ დაესმება. რაც უფრო მეტი დრო გავა, „მანჩესტერის“ პოზიციებიც შესუსტდება, „რეალი“ კი აქტიურ შტურმს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებისთვის ამზადებს.“
„ფაქტია, რომ პერესი პოგბაში 130 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის, მოთხოვნილი 200 მილიონი კი სრული აბსურდია.“
- 22 ივლისი 2019
- 1 503
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.