Telegraph - ბეილი „პსჟ“-ში მიდის, მადრიდში კი ნეიმარს ელოდებიან
ბრიტანული Telegraph იუწყება, რომ მადრიდის „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
გარეთ ბეილის სამეფო კლუბიდან წასვლა გარდაუვალია. „ბაიერნი“ უელსელში 70 მილიონს იხდის და ამასთანავე მზად არის, მომდევნო 2 წლის განმავლობაში დამატებით 15 მილიონი გადაიხადოს.
ეს ვარიანტი მართლაც არსებობს, მაგრამ ახლა საქმე სხვა რამეშია. ფლორენტინო პერესი ნეიმარს ვერ ეშვება, თავის მხრივ, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, აქედან გამომდინარე, მასაც აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
Telegraph-ის ინფორმაციით, „რეალი“ და „პსჟ“ ფეხბურთელებს გაცვლიან, თუმცა ფლორენტინო პერესი „პსჟ“-ს დამატებით 100 მილიონ ევროს გადაუხდის.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებების დასრულება საკმაოდ მალეა მოსალოდნელი.
- 21 ივლისი 2019
- 7 315
- 27