ის მიდის, ეპოქა სრულდება!

ის, რომ გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ არ დარჩება ფაქტია. ზინედინ ზიდანმა საჯაროდ განაცხადა, რომ უელსელი ფეხბურთელი აღარ სჭირდება...

ბეილი მიდის და ეპოქაც სრულდება.

უელსელი ფეხბურთელის ანგარიშზე 4 ჩემპიონთა ლიგის თასი, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი და 1 ესპანეთის სუპეთასია.

გარეთმა „ბლანკოსში 231 მატჩი ჩაატარა და 102 გოლი და 65 საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტურნირების ფინალებში გატანილი უმნიშვნალოვანესი გოლები.

დიდი მადლობა ბეილს, ის კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება, მისი მონაგარი ნამდვილად დასაფასებელია!

  • Ramos
  • 21 ივლისი 2019
  • 3 001
  • 14

1

21 ივლისი 2019 15:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დიდი ბოდიში, მაგრამ, ჩემი აზრით, ვისაც გგონიათ რომ ამ ფეხბურთთელის გუნდიდან წასვლა ცუდის გარდა რამე სხვა შედეგსაც მოიტანს აზრზე არ ხართ არაფრის...
ზიდანის ხელში ალბათ მაინც არ ეწერა სასტარტო ,მაგრამ წინა სეზონშიც ასე იყო და 87 წუთზე შემოყავდა ბეილი სულ... მაგრამ გუნდში საბოლოოდ მეორე გამტანი იყო...
არც ასენსიო ,არც როდრიგო, არც ბრაჰიმი და მითუმეტეს არც კუბო არ არიან მზად იმისთვის რომ გუნდს ისე დაეხმარონ როგორც ბეილი ეხმარებოდა და დაეხმარებოდა.

რატომ ფიქრობთ რომ რეალში ფულის გამოა ვერ ვხვდები. ჩინეთიდან რომ ქონდა შემოთავაზება დაეზარა წასვლა? თუ რატო არ წავიდა?! ასეა თუ ისეა უყვარს რეალი, ყოველთვის უხაროდა რეალში თამაში ,მაგრამ წინა სეზონში იმდენად დაჩაგრეს რომ გული აუცრუვდა...
ზიზუმ გუშინდელი განცხადებით ჩემ თვალში ცოტა დაკარგა სტატუსი და ელეგანტურობა... მე არ მახსოვს მწვრთნელისგან ასეთი უპატივცემულობა ჯერ კიდევ მისი ფეხბურთელის მიმართ. ბრუტალური ხასიათი მიიღო მისმა ამ დამოკიდებულებამ.

საბოლოოდ ალბათ ბეილი წავა და ჩემთვისაც დიდი ეპოქა დასრულდება... მადლობა ყველაფრისთვის გარეთ, დაფასება არც შენ გიწერია ასეთი ფანების ხელში...

2

21 ივლისი 2019 15:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არადა რა მომენტებში დაგვეხმარა ფინალში გოლი მეორე ფინალში ვაფშე გადამწყვეტი მაკრატელა კოპაზე ბარსას კარში როგორი გოლი და მაგის დედაც მეტი რა ქნას ბეილია კრისი ხო არაა მადლობა ბეილ ყველაფრისთვის და ზიდან არ გეკადრება მზგავსი კომენტარი შენს ფეხბურთელზე და მართალიც იყო ბეილის აგენტი სამარცხვინო გამოავლა გქონდა!

3

21 ივლისი 2019 16:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს წელს თუ არ მოიხოდოს აი ნახეთ და დარწმუნებულიც ვარ სადმე თუ გადაგვეყარა გოლსაც გაგვიტან. ზიდანი რომ ბეილს ჩაგრავს ეს არააა ახალი ამბავი მაგრამ ეს ზაან ზედმეტი მოუვიდა.

4

21 ივლისი 2019 16:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნახვამდის ლეგენდავ

5

21 ივლისი 2019 17:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
რომ მიდის გული ხომ არ აგიჩუყდათ?

6

21 ივლისი 2019 17:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
რომ მიდის გული ხომ არ აგიჩუყდათ?

7

21 ივლისი 2019 17:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემაზე როდის დაიწერება მსგავსი სტატია ?! ))))

8

21 ივლისი 2019 17:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამის გაშვება რობენისნაირი შეცდომა იქნება და კიდე უფრო მეტიც , ბეილიშეე მაგარი იყო თავიდანაც და ეხლა მაგარიაა ტიპს რონისავით თამაშს თხოვდნენ არა და სულ სხვა იგროკიაა დაცვაშიც თამაშობს კარგად და შეტევაშიც ასისტიც მაგარი აქვს და მეტი რაღა უნდათ (( თუ ვენმე უნდა წავიდეს ეს ბენზემაა

9

21 ივლისი 2019 18:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 438
არ ეკადრებოდა ზიზუსასეთები

10

21 ივლისი 2019 18:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: RMFE
კი კაცო ბეილი რა ფეხბურთელია... აი ვასკესს უფრო მეტი აქვს გაკეთებული და ეგ იდგეს სასტარტოში..

რატომ დემაგოგობ? ბეილი თუ ვერ გამოდგა რეალისთვის და ზარალია, ეგ არ ნიშნავს რომ ვასკესის უნიჭობა მომწონს და სასტარტოში მოვიაზრებ. მეორეც, არის მაგ ფლანგზე ასენსიო, ბრაჰიმი და ვინისიუსი, როდრიგოსთან ერთად და იზამენ რამეს. ყოველ შენთხვევაში, იმაზე მეტს მაინც, ვიდრე ბეილი მთელი სეზონი აკეთებს. ამ ბეილის ფანებმა არ გადაგვაყოლეს ფინალში 2 გოლს? ბეილი რომ მაღალი კლასია მაგაზე დებილი თუ იდავებს, ჩვენ ვამბოვთ, რაში გამოადგა რეალს მისი მაღალი კლასი? ნახევარი სეზონი ტრამვა აქვს, მერე სანამ ფორმაში შევა ახალი ტრამვა აქვს, გამოკეთდება და ბურთს ფეხს აცილებს... რავი ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლას, რომელსაც ყველაფერთან ერთად მთავარ მწვრთნელთან საშინელი დამოკდიებულება აქვს რა აზრი უნდა გააჩნდეს ვერ ვხვდები. არ ჯობია უნიჭიერეს ბავშვებს მივცეთ განვითარების საშუალება 30 წლის ბეილის ფორმაში ჩადგომის ლოდინს? ვინის, როდრიგოს და ბრაჰიმს ეხლა თუ არ მიეცი დრო და დაალპე სკამზე შეგვრჩება ვასკესი ხელში რამდენიმე წელში და ვუყუროთ მერე მაგათ საცოდაობას. თუ არ ენდე ვერ განვითარდება ვერცერთი ფეხბურთელი.

11

21 ივლისი 2019 18:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: RMFE
კი კაცო ბეილი რა ფეხბურთელია... აი ვასკესს უფრო მეტი აქვს გაკეთებული და ეგ იდგეს სასტარტოში..

რატომ დემაგოგობ? ბეილი თუ ვერ გამოდგა რეალისთვის და ზარალია, ეგ არ ნიშნავს რომ ვასკესის უნიჭობა მომწონს და სასტარტოში მოვიაზრებ. მეორეც, არის მაგ ფლანგზე ასენსიო, ბრაჰიმი და ვინისიუსი, როდრიგოსთან ერთად და იზამენ რამეს. ყოველ შენთხვევაში, იმაზე მეტს მაინც, ვიდრე ბეილი მთელი სეზონი აკეთებს. ამ ბეილის ფანებმა არ გადაგვაყოლეს ფინალში 2 გოლს? ბეილი რომ მაღალი კლასია მაგაზე დებილი თუ იდავებს, ჩვენ ვამბოვთ, რაში გამოადგა რეალს მისი მაღალი კლასი? ნახევარი სეზონი ტრამვა აქვს, მერე სანამ ფორმაში შევა ახალი ტრამვა აქვს, გამოკეთდება და ბურთს ფეხს აცილებს... რავი ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლას, რომელსაც ყველაფერთან ერთად მთავარ მწვრთნელთან საშინელი დამოკდიებულება აქვს რა აზრი უნდა გააჩნდეს ვერ ვხვდები. არ ჯობია უნიჭიერეს ბავშვებს მივცეთ განვითარების საშუალება 30 წლის ბეილის ფორმაში ჩადგომის ლოდინს? ვინის, როდრიგოს და ბრაჰიმს ეხლა თუ არ მიეცი დრო და დაალპე სკამზე შეგვრჩება ვასკესი ხელში რამდენიმე წელში და ვუყუროთ მერე მაგათ საცოდაობას. თუ არ ენდე ვერ განვითარდება ვერცერთი ფეხბურთელი.

ვერც ბეილი აჩვენებს თავის თავს თუ არ ენდე... მე აწმყოზე ვლაპარაკობ... ამ სეზონში რა უნდა ვქნათ? ექსპერიმენტები ვატაროთ?
ვინისიუსიც როდრიგოც და კუბოც მარცხენა ფლანგელია... მარჯვნივ რჩებიან ვასკესი ,ასენსიო და ბრაჰიმი .. ამათგან რომელიმე თუ აჯობებს ბეილს თუნდაც წინა წლის სტატისტიკაში მე ბოდიში ...

სტატისტიკა არ აქვს ცუდი, გუნდს ეხმარება , ტიტულები აღარ იცის სად წაიღოს და ზოგმა ვაფშე რეალის ლეგენდა არააო... აბა ლეგენდა რას ქვია?

12

21 ივლისი 2019 22:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბეილზე ბევრი ითქვა და დაიწერა.მეც ვეთანხმები მათ ვინც ფიქრობს რომ რეალი ასე არ უნდა ექცეოდეს ვარსკვლავებს. ყველაზე მაგრა ის მაკვირვებს ამ ბედოვლათ ბენზემაში რას ხედავს ზიდანი ასე რომ მფარველობს.

13

21 ივლისი 2019 22:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ბეილმა ეპოქა შექმნა რეალში რონალდოსთან და ბენზემასთან ერთად და იმასაც ვიტყვი რომ გაამართლა მისმა ტრანსფერმა! არ იმსახურებდა ასე მოქცევას! წარმატებები გარეტს სადაც არ უნდა წავიდეს, ძან მიყვარს ეს კაცი რეალში გადმოსვლის დღიდან <3

14

22 ივლისი 2019 00:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 181
ბეილს აპლოდისმენტები რეალისთვის გაწეული სამსახურისთვის! ზიზუმ დაჩაგრა აშკარად-ვასკესს რო გამჯობინებენ მაგით ყველაფერი ნათქვამია.ის რაც ბოლო ინტერვიუში იკადრა ზზ საერთოდ სამარცხვინოა.წარმატებები გარეთ!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)