ტაკეფუსა:„„რეალთან“ ერთად დიდი გეგმები მაქვს“
ტაკეფუსა კუბომ მადრიდის „რეალში“ პირველად ითამაშა. იაპონელმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„რა თქმა უნდა ვერ ვიქნები კარგ ხასიათზე, რადგან წავაგეთ, მაგრამ ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ბედნიერი ვარ, მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსება პირველად დავიცავი.“
„„რეალს“ როგორც ჩემ სამშობლოში, ასევე მთელ მსოფლიოში ბევრი ქომაგი ჰყავს. ამაყი ვარ, რომ იაპონიას სამეფო კლუბში წარმოვადგენ. მადრიდის „რეალთან“ ერთად ძალიან დიდი გეგმები მაქვს. დაუღალავ ბრძოლას ვგეგმავ. მაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რომელსაც ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებ.“
„ზიდანის საფეხბურთო ინტელექტი და გამარჯვებულის მენტალიტეტი ძალიან ბევრ ასპექტს წყვეტს. მიხარია, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად ვემზადები, ეს განვითარებაში მეხმარება.“
- 21 ივლისი 2019
- 1 517
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.