ზიდანი:„ბენზემას მუშაობა სჭირდება, აზარი საკმაოდ აქტიური იყო“
ზინედინ ზიდანმა „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდმა საკმაოდ კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ტემპი გვაკლდა, რაც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ პირველი მატჩი ჩავატარეთ. წინ არაერთი საინტერესო დაპირისპირება გველის და მჯერა, რომ ხარისხი გაუმჯობესდება.“
„ტაკეფუსა კუბოს სადებიუტო მატჩი ნამდვილად აღსანიშნავია. ახალგაზრდა იაპონელს ვენდე და ის მაქსიმალურად ცდილობდა, აქტიურად ეასპარეზა. მართალია წავაგეთ, თუმცა ტაკეფუსა ამ მატჩს დაიმახსოვრებს.“
„„ბაიერთან“ მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ კარიმ ბენზემას სერიოზული მუშაობა მართებს, მან პირველ ტაიმში მინიმუმ სამი 100%-იანი მომენტი გაანიავა, რაც თავისთავად ცუდ ასპექტებზე მეტყველებს.“
„ბეილთან პირადი დაპირისპირება არ მაქვს, ჩვენს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. ვთვლი, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მათ შორის გარეთის ეპოქასთან. მან „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის 4 თასი მოიგო, ახლა კი ახალ გამოწვევას მიიღებს.“
„ბეილის „რეალიდან“ წასვლა კარგი იქნება, როგორც გუნდისთვის, ასევე თავად ფეხბურთელისთვის, რომელსაც ჰაერივით ესაჭიროება ახალი გამოწვევია მიღება, მისი შესაძლებლობები „ბლანკოსში“ ამოწურულია.“
„ახალ პროექტს ვიწყებ და მსურს, რომ სამწვრთნელო კარიერის მეორე ეტაპიც წარმატებული იყოს.“
„ხამეს როდრიგესი ჩვენ გვეკუთვნის. კოლუმბიელი შვებულების ამოწურვის შემდეგ სამეფო კლუბს შემოუერთდება, რის შემდეგაც გაირკვევა, დარჩება თუ არა „მერენგების“ რიგებში.“
„აზარი საკმაოდ ეფექტური იყო, მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია.“
- 21 ივლისი 2019
- 15 558
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.