ვინიციუსის 365 დღე „რეალში“
ვინიციუს ჟუნიორი უკვე 1 წელია მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. 2018 წლის 14 ივლისს ბრაზილიელი მოთამაშე ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრინდა და კონტრაქტს მოაწერა ხელი, ზუსტად 365 დღის წინ კი ვარჯიშს შეუდგა...
ვინიციუსმა გასული სეზონი კასტილიაში დაიწყო, მაგრამ მთავარ გუნდში მალევე დაწინაურდა და საბოლოო ჯამში 31 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.
19 წლის ფეხბურთელი ძირითადად მეორე ტაიმში ერთვებოდა მატჩებში, მაგრამ სანტიაგო სოლარის მმართველობის ეპოქაში ის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრადაც იქცა.
ახლა ვინი ზიზუს განკარგულებაშია და უდიდესი კონკურენციის ფონზე მოუწევს საკუთარი ძალების დამტკიცება.
- 20 ივლისი 2019
- 1 033
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.