ზიდანი;„გადავწყვიტე, რომ აშრაფ ჰაკიმმა მომდევნო სეზონი კვლავ გერმანიაში გაატაროს“
ზინედინ ზიდანი „ბაიერნთან“ მატჩისთვის ემზადება. ჰიუსტონში შეკრებილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ესპანური და გერმანული მედია, რომელიც მატჩის პერიპეტიებს გააშუქებს...
ფრანგ სპეციალისტს აშრაფ ჰაკიმთან დაკავშირებით ჰკითხეს და ფრანგმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
„მოგეხსენებათ, აშრაფი „დორტმუნდში“ ორწლიანი იჯარით იმყოფება. ერთი წელი გავიდა და მაროკოელმა მართლაც ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. ვთვლი, რომ ის კვლავ ბუნდესლიგაში უნდა დარჩეს, გადაწყვეტილებას კი მომდევნო სეზონის ბოლოს მივიღე. ახლანდელი გადაწყვეტილებით, ის მომდევნო სეზონს „მერენგების“ რიგებში არ გაატარებს.“-განაცხადა ზიზუმ.
- 20 ივლისი 2019
- 5 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.