კრისტო:„„რეალში“ ჩემი განვითარება ვეღარ მოხდებოდა“
ახალგაზრდამ კრისტომ მადრიდის „რეალი“ დატოვა და „უდინეზესთან“ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ესპანელმა ფორვარდმა პირველი კომენტარი გააკეთა...
„მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც „რეალში“ მუშაობდა და ჩემ განვითარებაზე ზრუნავდა, მაგრამ მერწმუნეთ, სამეფო კლუბში პროგრესს ვეღარ ვაჩვენებდი.“
„დიდი გამოცდილება იყო ბენზემასთან, ბეილთან, მოდრიჩთან, რამოსთან, მარსელოსთან, კარვახალთან და სხვებთან ერთად ვარჯიში, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზაცია მოედანზე უნდა მოხდეს და არა საწვრთნელ ბაზაზე.“
„როდესაც „უდინეზეს“ წინადადება მოვისმინე, პროექტით მოვიხიბლე და გადავწყვიტე იტალიაში გადმოვსულიყავი.“
- 20 ივლისი 2019
- 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.