ზიდანი:„სიმეონეს დამარცხება ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა“
ზინედინ ზიდანმა „რეალში“ არსებული მდგომარეობა მიმოიხილა...
„წინ ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გვაქვს. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და ენთუზიაზმი არ აკლიათ, მომდევნო სეზონის დასრულებად სოლიდურად ვაპირებთ.“
„მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური სატრანსფერო კამპანია ვაწარმოეთ და არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ. მთელი პრე-სეზონის მანძილზე ახალწვეულები ადაპტაციას გაივლიან. მნიშვნელოვანია და აუცილებელიც, რომ ტრანსფერები დროულად გაიჩარხოს. ჩვენ რამდენიმე ვარიანტს კიდევ განვიხილავთ.“
„დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ ძალიან გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გოდინმა და გრიზმანმა დატოვა, სერეზო აქტიურად ჩაერთო სატრანსფერო აქტივობებში.“
„არგენტინელი სპეციალისტი არის ადამიანი, რომელთანაც ყველაზე მეტად მიჭირს, როგორც მწვრთნელს და ასევე ყველაზე მეტად მიჭირდა, როგორც ფეხბურთელს.დიეგოს პატივს ვცემ საკუთარი პროფესიონალიზმისა და შემართების გამო.“
„მადრიდული დერბი მხოლოდ გრანდების შეჯიბრი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში დერბი კიდევ უფრო საინტერესო გახდება და მადრიდის იმიჯს გაზრდის.“
„პრე-სეზონზე საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდებით. გერმანული და ინგლისური გუნდები რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ და მათთან ექსპერიმენტების ჩატარება მიზანშეწონილად მიმაჩნია.“
- 20 ივლისი 2019
- 7 340
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.