ის, რაც არავინ იცის - სრული გადატრიალება „რეალის“ ვარჯიშის სტილში
მადრიდის „რეალი“ სრულიად განსხვავებული პროგრამით ვარჯიშობს. მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბში ფიზ.მომზადების მწვრთნელად გრეგორი დიუპონი დაინიშნა, ფეხბურთელების გაცილებით დიდი დატვირთვით მიღება და რადიკალურად განსხვავებული დავალებების შესრულება უწევთ. გავრცელებული ინფორმაციით, დიუპონი განსაკუთრებით ებრძვის ფეხბურთელთა წონას და ცდილობს, რომ თითოეული შეგირდი იდეალურ წონამდე მიიყვანოს.
აქსელერომეტრი, მაგნეტომეტრი, გიგროსკოპი - კომპონენტები, რომელიც გრეგორის ანალიზის გაკეთებაში ეხმარება. ფრანგი სპეციალისტი GPS სისტემას აქტიურად იყენებს და ყველა მონაცემს აგროვებს ფეხბურთელთა მიერ დაფარული დისტანციების და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის შესახებ.
დიუპონს აქვს ფორმულა, რომელიც ხშირ მატჩებთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ მატჩებს შორის შუალედი 96 საათზე ნაკლებია (4 დღე), ფეხბურთელთა ტრავმის რისკი 6-ჯერ იზრდება, რაც თავისთავად დიდ პრობლემას ქმნის.
დიუპონის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ფაქტორი სიმკაცრეა, რაზეც ფეხბურთელებით მიუთითებენ, მაგრამ დიდ მოთხოვნებს დიდი შედეგებიც მოაქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში, გრეგორიმ ფეხბურთელებს მხოლოდ ველოსიპედით 35 კილომეტრზე მეტი გაავლევინა.
დიუპონი ასევე არ აღიარებს მხოლოდ ნიჭს. მისი აზრით, მხოლოდ ნიჭიერება არ არის საკმარისი და აუცილებელია ფიზიკური აქტივობები, რათა ტალანტი უფრო მეტად იქნას გამოვლენილი, აქედან გამომდინარე, ფეხბურთელები არ უნდა მოეშვან და ბოლომდე დაიხარჯონ.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ დიუპონი მკვლევარ-მეცნიერია და უკვე 15 წელია მუშაობს საკითხზე, რომელიც სპორტსმენთა ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება, ის არ ცნობს, რამდენიმე მაღალტექნოლოგიურ და თანამედროვე სამკურნალო მეთოდს და უდიდეს უპირატესობას ანიჭებს ე.წ „ყინულის თერაპიას“.
- 19 ივლისი 2019
- 7 564
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.