მოდრიჩს 2 ვარიანტი აქვს - „ინტერი“ და „მილანი“
იტალიურ და ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით დიდი სიახლეებია...
ხორვატი ფეხბურთელის შეძენა „მილანსა“ და „ინტერს“ სურს. „შავ-ლურჯები“ ლუკიტას მიმართ ინტერესს შარშანაც გამოხატავდნენ და ტრანსფერთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში „ბლანკოსმა“ ის შეინარჩუნა.
ოქროს ბურთის მფლობელის მიმართ ინტერესი განახლდა, თუმცა „ინტერს“ „მილანის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
Defensacentral იუწყება, რომ ლუკას შემოთავაზება ჩინეთიდანაც აქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ევროპაში თამაში სურს.
9 სექტემბერს მოდრიჩი 34 წლის ხდება. მსურველები კი ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რაც თავისთავად ძალიან სტაბილურ კონტრაქტს ნიშნავს.
- 18 ივლისი 2019
- 3 330
- 8