ტესტის შედეგები - ასენსიო საუკეთესოა!
„მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ ახალმა ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, გრეგორი დიუპონმა ფეხბურთელებს სპეციალური ტესტი ჩააბარებინა. ეს არის მეთოდი, რომელსაც ყველა არ იყენებს, თუმცა წლების მანძილზე ეტაპობრივად იხვეწებოდა.
28 ფეხბურთელმა 12 წუთიანი ტესტის ჩაბარების დროს სხვადასხვა სახის დატვირთვა მიიღო. მოთამაშეები ცდილობდნენ, კონკრეტული დავალებები დროის მოკლე მონაკვეთში შეესრულებინათ.
საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელად მარკო ასენსიო დასახელდა, რომელმაც 12 წუთში არაერთი დავალება შეასრულა, ყველაზე მეტი დისტანცია დაფარა და მთელ ტესტს მარტივად გაართვა თავი.
- 17 ივლისი 2019
- 4 028
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.