იოვიჩი:„ყოველთვის ვცდილობდი, გოლები რონალდო ნაზარიოს სტილში გამეტანა“
ლუკა იოვიჩის განცხადებით, მისი კუმირი რონალდო ნაზარიო იყო...
„შთაგონება ძალიან მნიშვნელოვანია. მე რონალდო ნაზარიოს პერსონალური ქომაგი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, მის სტილში მეთამაშა, მეტოქეები მომეტყუებინა და გოლების ეფექტურად გამეტანა.“
„ბრაზილიელ ლეგენდას დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.“
„ძალიან დიდი საჩუქარი მივიღე, ეს „რეალის“ შემოთავაზება იყო, რომელსაც უმალვე დავთანხმდი. მჯერა, რომ შესაძლებელია ამ კლუბში წარმატების მიღწევა.“
- 15 ივლისი 2019
- 2 531
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.