დადასტურდა - კარიმ ბენზემა საოპერაციოა!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კარიმ ბენზემა ოპერაციას ვერ აცდება...
ფრანგ ფეხბურთელს იანვრიდან მოყოლებული ხელის თითის პრობლემა აქვს. თავიდან მოტეხილობა აღინიშნებოდა, მაგრამ სპეციალური საშუალებების მეშვეობით ფრანგი მოედანზე გადიოდა.
მაისში „9“-იანს შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებელი და ქირურგიული ჩარევის საჭიროება აღარ დგას, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. ბენზემას თითი კვლავ ეტკინა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოპერაციის გარეშე მისი მკურნალობა გამორიცხულია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ახლა გაუკეთებენ კარიმს ოპერაციას თუ მოგვიანებით. არ არის გამორიცხული, ფორვარდმა სეზონი კვლავ სპეციალური სახვევით დაიწყოს.
- 15 ივლისი 2019
- 4 740
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.