აზარმა „რეალში“ უჩვეულო ნომერი მოითხოვა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მას შემდეგ, რაც ედენ აზარს 10 ნომრიანი მაისურის მიღების ყველა იმედი გადაეწურა, ხელმძღვანელობას უჩვეულო ნომერი სთხოვა...
ბელგიელს სურს, რომ „ბლანკოსის“ 23-ე ნომერი გახდეს.
რატომ 23? AS იუწყება, რომ აზარი დევიდ ბექჰემის ფანია, რომელიც „ბლანკოსში“ სწორედ ამ ნომრით გამოდიოდა. გარდა ამისა ედენს კალათბურთშიც ჰყავს კუმირები მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის სახით, რომელთა პერსონალური ნომერიც 23 გახლავთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადასცემს თუ არა „ბლანკოსი“ 23-ე ნომერს ედენს.
- 14 ივლისი 2019
- 4 193
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.