პერესმა 254 მილიონი გაიღო ტრანსფერებისთვის
ფლორენტინო პერესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 254 მილიონი გაიღო.ახალმა პრეზიდენტმა გუნდში 8 ახალი ფეხბურთელი მოიყვანა, რომელთაგან 3 მსოფლიო ფეხბურთის მეგა-ვარსკვლავია.
დონ პერესის ბოლო შენაძენი გახლავთ ხაბი ალონსო (30 მლნ).მადრიდის ”რეალმა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შესყიდვების ავანსი ამოწურა.ახლა უკვე მთელი ყურადღება იქეთაა გადატანილი თუ ვინ დატოვებს გუნდს.კლუბიდან წამსვლელი მოთამაშეების რაოდენობაც ნაკლები არ არის, თუმცა ჯერ მაინც კონკრეტულად არ არის ცნობილი ვინ დატოვებს მადრიდს.
მაშინ როდესაც ფლორენტინომ საკუთარი თავი პრეზიდენტის კანდიდატურად წარადგინა, განაცხადა, რომ: ”ჩვენ საფუძველს ვუყრით პერსპექტიულ პროექტს.სამეფო გუნდმა ჯანსაღი კონკურენცია უნდა გაუწიოს ”მანჩესტერსა” და ”ბარსას.”იმისათვის, რომ ბრწყინვალე ეპოქა შევქმნათ, საჭიროა დიდი ინვესტიციების განხორციელება.ჩვენ 1 წელიწადში შევძლებთ იმას, რაც სხვებმა 3 წელიწადში ვერ მოახერხეს.პირობას გაძლევთ, ”რეალში” ვარსკვლავები ითამაშებენ, თუმცა დიდი ყურადღება დაეთმობა კანტერანოსებსაც.” ალბათ, საუბარიც არ უნდა იმას, რომ დონ პერესმა საკუთარი დანაპირები პირნათლად შეასრულა.მან ტრანსფერებში 254 მილიონი დახარჯა, ხოლო ფეხბურთელების გაყიდვით, ჯერ მხოლოდ 15 მილიონი ამოიღო (5 სავიოლაში, 7 გარსიაში და 3 პარეხოში).ის გაყიდვებიდან კიდევ 90 მილიონის მოპოვებას ელოდება.
აქვე შეგახსენებთ, იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომელთა გადაბირებაში დაიხარჯა აღნიშნული, ასტრონომიული, თანხა: კაკა, ბენზემა, რონალდუ (ყველაზე ძვირი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში), ალბიოლი, არბელოა, ალონსო, გრანერო და ნეგრედო.პრეზიდენტმა თავისი მისია შეასრულა, ახლა კი ჯერი ფეხბურთელებზეა.
- 6 აგვისტო 2009
- 1 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.