„მანჩესტერმა“ პოგბას ფასი 40 მილიონით გაზარდა
მას შემდეგ, რაც მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პოლ პოგბას პრემიერლიგიდან წასვლა და სიტუაციის შეცვლა სურს, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ძალიან გაბრაზდა...
„ას“-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა პოგბას ფასი 160-იდან 200 მილიონ ევრომდე გაზარდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ პერესის წინადადებას, თუ საუბარი 200 მილიონზე დაიწყება.
Daily Mirror იუწყება, რომ პოგბას „ბლანკოსში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა მისული, მაგრამ თავად ფეხბურთელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
- 13 ივლისი 2019
- 5 659
- 72