კაკა და რაული შეცვლაზე შემოვიდნენ და გოლები გაიტანეს
კაკა და რაული დღეს მატჩის გმირები იყვნენ. ეს ორივე ფეხბურთელი შეცვლაზე შემოვიდა და მათ თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.
კაკა:
"როგორც იქნა დავბრუნდი და კიდევ გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დაბრუნებას დიდი ხნის მანძილზე ველოდებიდი და არ მეგონა პირველივე მატჩში გოლის გატანას თუ მოვახერხებდი."
"მე მინდა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ ჩემს ტრამვასთან დაკავშირებით არაოფიციალურ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ."
რაული:
"ამ სტადიონზე თამაში, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. გოლის გატანამდე ტრავმა მივიღე, თუმცა ეს არ მადარდებს, რადგან ყველაზე მთავარი უკვე მოხდა, გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა."
"გამარჯვებით ყველა უზომოდ ბედნიერია. ჩვენ დავამტკიცეთ, თუ რა შეგვიძლია. ამ გამარჯვებამ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება შეგვინარჩუნა."
- 25 აპრილი 2010
- 2 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.