გარეთ ბეილის მომავალი გადაწყდა!
მადრიდის „რეალმა“ გარეთ ბეილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო...
უელსელი ფეხბურთელი ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავდა, რომ წასვლა არ სურს და მისი ოცნება სამეფო კლუბის რიგებში დარჩენაა.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, „ბლანკოსმა“ ბიელზე გადაწყვეტილება მიიღო. თუ მსურველი კლუბი „ბლანკოსს“ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, ფლორენტინო პერესი შემოთავაზებას განიხილავს და გარეთთან კონსულტაციის შემდეგ მის გაშვებაზე თანხმობასაც განაცხადებს, სხვა შემთხვევაში, კი ბეილი „რეალში“ დარჩება და მომდევნო სეზონში ფლანგებიდან ედენ აზართან ერთად შეუტევს.
- 12 ივლისი 2019
- 14 245
- 20