„რეალი“ კიდევ 6 ფეხბურთელის გაშვებას და 260 მილიონის მიღებას გეგმავს
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კიდევ 6 ფეხბურთელის გაშვებას და მინიმუმ 260 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერესი გარეთ ბეილის კლუბში დატოვებას აღარ აპირეს და მის ნაცვლად გუნდმა 90 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, ხამეს როდრიგესის ფასი 45 მილიონია, თუმცა როგორც სჩანს, „ნაპოლი“ ვაჭრობას განაგრძობს.
გარდა ამისა „მერენგები“ ლუკას ვასკესის გაყიდვასაც გეგმავენ და მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო უნდა მიიღონ. იგეგმება მარიანო დიასის გაყიდვაც, მისი ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა.
კეილორ ნავასის მომავალი კვლავაც ბუნდოვანია, თუმცა თუ კოსტარიკელი წავა, „ბლანკოსს“ მის სანაცვლოდ 18 მილიონის მიღება აქვს დაგეგმილი.
და ბოლოს... ისკო ალარკონის გაშვება მაინც იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსმა“ არაერთი ნახევარმცველი დათმო, ზიზუ მის გაშვებასაც გეგმავს, რადგან კლუბში პოლ პოგბას დამატება აქვს განზრახული. ისკოს ფასი 60-62 მილიონი ევროა.
კონკრეტულად მითითებულ თანხებში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეეხოს, აქედან გამომდინარე, გეგმა მინიმუმი სწორედ 260 მილიონია.
- 11 ივლისი 2019
- 2 918
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.