ზიდანი:„აზარმა მკაცრი დავალება მიიღო, რომელსაც 10 დღეში შეასრულებს“
ზინედინ ზიდანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშებზე ისაუბრა...
„ფეხბურთელებმა კარგად დაისვენეს, ახლა კი დროა, რომ დიდი ფიზიკური დატვირთვა მიიღონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომდევნო სეზონში ტრავმიანობა მაქსიმალურად იქნას აღკვეთილი, ამისთვის კი ფიზიკური თვალსაზრისით კარგი მომზადებაა საჭირო.“
„აზარის წონა? მან უკვე მიიღო მკაცრი დავალება, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებს. ბელგიელი ფეხბურთელი მომდენვო 10 დღის განმავლობაში რამდენიმე კილოგრამს დაიკლებს და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება.“
„მსგავი პრეცენდენტი მქონია ბენზემას, მარსელოს, კარვახალისა და ისკოს შემთხვევაში, თუმცა პრობლემა მარტივად მოგვარდა.“
„ახალგაზრდები? ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ბოლომდე დაიხარჯება და ჩემს ნდობას მოიპოვებს.“
„ვინიციუსი და როდრიგო აქტიურად მუშაობენ.“
„ტაკეფუსა? მას მთავარ გუნდში დარჩენის დიდი შანსი აქვს. იაპონელი ფეხბურთელის მონდომება დასაფასებელია.“
- 12 ივლისი 2019
- 9 887
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.