ბეილმა კარიერა შესაძლოა ჩინეთში გააგრძელოს
გარეთ ბეილთან დაკავშირებით საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია ვრცელდება...
ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნს“, „იუნაიტედს“ და „ტოტეჰემს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ასპარეზზე ჩინელებიც გამოჩნდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინელები ბეილის სანაცვლოდ „რეალს“ 130 მილიონ ევროს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიან კონტრაქტს და წლიურად 30 მილიონ ევროს, რაც 13 მილიონი ევროთი აღემატება მის მადრიდულ სარგოს.
ბეილს ჩინეთში 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით 150 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება.
- 11 ივლისი 2019
- 2 882
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.