მილიტაო:„ზეწოლა უფრო მოტივირებულს გამხდის, საუკეთესო კლუბში ვარ“
ედერ მილიტაომ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ დღეს მადრიდის „რეალის“, ანუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსების დამცველის რანგში გელაპარაკებით. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩემ ცხოვრებაში, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიო დონის გრანდში თავი დავიმკვიდრო. ხელი მოვაწერე მრავალწლიან კონტრაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მენდობა. ყველაფერი უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად.“
„სან პაოლოსა და პორტოში ცოტა დრო გავატარე, თუმცა ეს კლუბები ჩემს გულში ყოველთვის დარჩება. რომ ბრაზილიური და პორტუგალიური კარიერა, ახლა მადრიდში არ ვიქნებოდი.“
„ვაპირებ კარგი სეზონი ჩავატარო და ქომაგებს დიდი სიხარული მივანიჭო. ყველა მატჩს ისე მუვუდგები, როგორც ფინალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე დავიხარჯები.“
„დაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. იქ ვითამაშებ, სადაც ზინედინ ზიდანი დამავალებს. პრობლემების შემთხვევაში შემიძლია პოზიციის შეცვლა.“
„ზინედინ ზიდანთან საუბარი ჯერ არ მქონია, თუმცა ერთმანეთს მალე შევხვდებით.“
„როდესაც ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის ფიქრობ ტოპ კლუბში თამაშზე. „ბლანკოსისგან“ შემოთავაზება მივიღო და ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.“
„კასილიასისგან და პეპესგან არაერთი რჩევა მივიღე. ორივე მეუბნებოდა, რომ თავმდაბლობა გამომეჩინა და ბევრი მემუშავა, ვინაიდან „რეალის“ მოთხოვნები აღემატება ყველა სხვა კლუბის მოთხოვნას. ეს არის უდიდესი კლუბი მსოფლიოში, რომელსაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს.“
„კონკურენციის არ მეშინია. როდესაც დიდ გუნდში თამაშობ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყო. მე ყველანაირად ვეცდები, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვიყო და ზიზუს ნდობა დავიმსახურო.“
„ზეწოლა? დიახ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ მოვლენას მხოლოდ უარყოფითად ნუ შევხედავთ. ზეწოლა ბრწყინვალე გარემოებაა იმისათვის, რომ უფრო კონცენტრირებული, პასუხისმგებლობით სავსე და მოტივირებული გავხდე.“
„„პორტოში“ დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც ახლა სამეფო კლუბს მოვახმარ, პორტუგალიელებისგან ბევრი რამ ვისწავლე.“
- 10 ივლისი 2019
- 1 206
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.