მენდეში „ატლეტიკოს“ პრეზიდენტს შეხვდება
გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის აგენტი, ჟორჟე მენდეში „ატლეტიკოს“ პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოს შეხვდება...
საქმე ეხება ხამეს როდრიგესის „როხიბლანკოში“ ტრანსფერს, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
„ბლანკოსი“ კონკურენტი გუნდის გაძლიერებას არ აპრებს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური შემოთავაზება სწორედ „ატლეტიკოსგან“ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური გუნდი ხამესში 50 მილიონ ევროს იხდის, მეორე მსურველი „ნაპოლი“ კი 42 მილიონს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მენდეშისა და სერეზოს შეხვედრა ბევრ დეტალს მოფენს ნათელს.
- 9 ივლისი 2019
- 1 735
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.