„ცხელი“ კვირა იწყება!
მაშ ასე, მადრიდის „რეალი“ შეკრებას იწყებს. ხვალიდან „ცხელი“ კვირა იწყება, ვინაიდან ზიდანი პრე-სეზონს იწყებს, ფლორენტინო პერესი კი მომდევნო 5 დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს...
ხვალ ზიზუს განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელი იქნება, რომელსაც კოპა ამერიკაზე ან ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე „ბლანკოსის“ ფეხბურთელები „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე მოემზადებიან.
რაც შეეხება პერესის გეგმებს. ფლორენტინოს ხამეს როდრიგესის გაშვება და მის ნაცვლად საკმაოდ სოლიდური თანხის მიღება სურს. კოლუმბიელის გარდა „ბლანკოსი“ აქტიურად იმუშავებს ბორხა მაიორალის, ლუკას ვასკესისა და მარიანო დიასის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
- 7 ივლისი 2019
- 2 196
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.