ჰუნტელაარი ”მილანში” გადადის
მადრიდის ”რეალმა” და მილანის ”მილანმა” მიაღწიეს კონსენსუსს, რის საფუძველზეც ჰოლანდიელი ფეხბურთელი, კლაას იან ჰუნტელაარი, იტალიურ გუნდში გადადის.ტრანსფერის თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.
მაშ ასე, სამეფო კლუბი კიდევ ერთ ფეხბურთელს ემშვიდობება.რასაკვირველია, ახალგაზრდა მოთამაშე ბოლო არ იქნება, რომელიც ამ სეზონის წინ დატოვებს კლუბს.სავარაუდოდ, ჰუნტელაარს თავისი თანამემამულენიც მიჰყვებიან უკან (რობენი, ვან დერ ვაარტი და სნეიდერი).
შეგახსენებთ, რომ კლაასი გუნდში გასული წლის ზამთარში მოვიდა ”აიაქსიდან.”მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზე გეგმავდნენ მის გამოყენებას, თუმცა ხელმძღვანელობამ ვერ გათვალა, რომ გაგანია სეზონში (ჩემპიონთა ლიგის) მხოლოდ ერთი მოთამაშის დამატება შეიძლებოდა ტურნირზე.მაშასადამე, ორი ახალწვეულიდან მწვრთნელმა ლასანა დიარაზე გააკეთა არჩევანი, ხოლო რაც შეეხება ბომბარდირის ”ლალიგურ” კარიერას, აქ მან თავი რამდენჯერმე გამოიჩინა.შესაძლებელია ის გუნდის მთავარი მეგოლეც გამხდარიყო მომავალ სეზონში, მაგრამ პელეგრინიმ ის რჩეულებში არ შეიყვანა.
”მილანის” პარალელურად ”შტუტგარტიც” გამოხატავდა ინტერესს მის მიმართ და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდიდა, თუმცა ფეხბურთელის ინიციატივა იყო გერმანელების უარით გასტუმრება.ჰუნტელაარი გრანდის შემოთავაზებას ელოდებოდა და მიიღო კიდეც აპენინიდან.
- 6 აგვისტო 2009
- 3 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.