ნეიმარი „რეალში“ გადასვლაზე თანახმაა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერი ფაქტობრივად წარმოუდგენელია...
„პსჟ“ ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს, ვინაიდან მისი პარიზში დარჩენის შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ნეიმარი არ აპირებს გუნდის შეკრებაზე მისვლას და ვარჯიშის დაწყებას, მას საშინელი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ალ ჰელაიფისთან და მთავარ მწვრთნელთან, აქედან გამომდინარე, წასვლა გარდაუვალია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეი კატალონიაში დაბრუნებას ითხოვდა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ შედგება „რეალში“ თამაშზე თანახმაა.
2-3 კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელით „ლივერპულიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი ნეიმარში 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას ვერ მოახერხებს, აქედან გამომდინარე, შეთანხმება წარმოუდგენელია.
- 6 ივლისი 2019
- 14 518
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.