„რეალი“ ედერ მილიტაოს წარდგენას 10 ივლისს გეგმავს
სამეფო კლუბის ახალწვეული, ედერ მილიტაო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფება. მილიტაო კოპა ამერიკის ფინალშია, აქედან გამომდინარე, მადრიდში ვიზიტს და კონტრაქტზე ხელის მოწერას ვერ ახერხებს...
„მარკას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა უკანახაზელი ესპანეთის დედაქალაქს 10 ივლისს ესტუმრება და მისი პრეზენტაციაც შედგება.
გამომდინარე, კოპა ამერიკაზე მიღებული დატვირთვიდან, მისი შვებულება უფრო ხანგრძლივი იქნება და ედერი გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ივლისის მეორე ნახევარში შეუერთდება.
- 6 ივლისი 2019
- 1 120
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.