მოულოდნელობა - „პსჟ“-მ „რეალს“ ნეიმარი თავად შესთავაზა
ესპანური გამოცემა - „მარკა“ იუწყება, რომ „პსჟ“ გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება. ნეიმართან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურად უფრო მწვავე ხდება. ალ ჰელაიფი ხვდება, რომ ნეიმარი უნდა გაუშვას, აქედან გამომდინარე, აქტიურ ნაბიჯებს დგამს...
ნეის „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ კატალონიურ კლუბში სერიოზული პრობლემებია და მისი „ნოუ კამპზე“ დაბრუნება დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ამის პარარელურად ალ ჰელაიფიმ ნეი „რეალს“ შესთავაზა, თუმცა „მარკა“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, ვინაიდან თვლის, რომ დროის გასვლასთან ერთად ნეიმარის ფასი დაიკლებს და აგვისტომდე სიჩქარე არ ღირს.
ახლა „რეალს“ იმდენად დიდი შანსი აქვს, როგორც არასდროს, თუმცა ზიზუ იმაზეც ფიქრობს, სად გამოიყენოს ამდენი წინახაზელი. იოვიჩი, ბენზემა, აზარი, ვინიციუსი, როდრიგო გოეში, ლუკას ვასკესი, ასენსიო, გარეთ ბეილი, ბრაჰიმ დიასი და ახლა უკვე ნეიმარი.
„მარკა“ იუწყება, რომ „რეალმა“ „პსჟ“-ს შესაძლოა ბეილი შესთავაზოს და ამით ნეიმარის ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 6 ივლისი 2019
- 6 804
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.