„რეალს“ სებალიოსის ერიკსენში გაცვლა სურს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს „ტოტენჰემში“ შექმნილი გაუგებრობა სასიკეთოდ გამოიყენოს...
კრისტიან ერიკსენის „რეალში“ ტრანსფერს წინ არაფერი უდგას. „ტოტენჰემი“ მზად არის, დანიელი ფეხბურთელი გაუშვას, ვინაიდან მას მომდევნო წელს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ამ ყველაფერს ფლორენტინო პერესი კარგად აცნობიერებს და სიტუაციის თავის სასარგებლოდ წარმართვას გეგმავს.
„ტოტენჰემს“ სებალიოსის დამატება სურს და მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის პარერეულად, „ბლანკოსმა“ ახალი წინადადება მოიფიქრა და ლონდონურ კლუბს მიმართა. „ბლანკოსი“ მზად არის, ესპანელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენში გაცვალოს.
პერესს სჯერა, რომ „ჰოტსპურს“ სხვა გზა არ აქვს და ამ წინადადებაზე ლევის დაყოლიერება შესაძლებელი იქნება.
- 4 ივლისი 2019
- 2 373
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.