„რეალი“ კიდევ 8 ფეხბურთელს გაყიდის - 318 მილიონი ევრო!
მადრიდის „რეალი“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ კიდევ 318 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს...
ზიდანისა და პერესის სია საკმაოდ შთამბეჭდავია. გუნდმა უკვე გაუშვა ლორენტე, კოვაჩიჩი და დე ტომასი. სანაცვლოდ კოლექტივს უკვე 105 მილიონი ევრო აქვს მიღებული, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...
ზიდანი ბეილის, ხამესის, ვასკესის, სებალიოსის, ნავასის, მარიანოს, მაიორალის და ტეოს გაშვებას გეგმავს.
ამ ტრანსფერების სანაცვლოდ ფლორენტინო პერესს 318 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი.
- 4 ივლისი 2019
- 3 956
- 16