დე ტომასი:„„რეალში“ ჩემი კარიერა ვეღარ გაგრძელდებოდა“
რაულ დე ტომასი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა...
„ახალი გამოწვევა მივიღე და ბედნიერი ვარ, რომ სათამაშოდ პორტუგალიის ჩემპიონატში გადმოვედი. მე მსურს ვიყო ფეხბურთელი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს „ბენფიკას“ წარმატებისთვის. საკმაო გამოცდილება დავაგროვე, რომელსაც ჩემი ახალი გუნდის წარმატებას მოვახმარ.“
„მადრიდის „რეალში“ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მაგრამ გარემოებების განხილვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ესპანეთის დედაქალაქში ჩემი დარჩენა გამორიცხული გახლდათ.“
„ფლორენტინო პერესმა წინა ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა და ეს იყო სიგნალი ჩემთვის, რომ ახალი კლუბი მომეძიებინა.“
„ასევე არასდროს დამავიწყდება „ვალეკანო“, რომელსაც დიდ წარმატებას ვუსურვებ.“
„მადრიდის „რეალი“ ჩემ გულში ყოველთვის იქნება, თუმცა ახლა სხვა კლუბს ვეკუთვნი.“
- 4 ივლისი 2019
- 1 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.