დღის გეგმა - 125 მილიონი გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ დღის ბოლოს მადრიდის „რეალს“ გაყიდული ფეხბურთელებისგან მიღებული თანხის მაჩვენებელი 125 მილიონ ევრომდე გაზრდა აქვს დაგეგმილი.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდი დატოვა მატეო კოვაჩიჩმა, მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევრო იყო, ლორენტეს „ატლეტიკოში“ გადასვლა 40 მილიონი ევრო დაჯდა. ასევე ოფიციალურად დადასტურდა რაულ დე ტომასის „ბენფიკაში“ გადასვლა, პორტუგალიურმა კლუბმა რაულის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღოს. დღეს კი საღამომდე კლუბი ტეო ერნანადესის ტრანსფერსაც გამოაცხადებს, რომელიც უკვე „მილანშია“ და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. განაპირა მცველის ფასიც დე ტომასის მსგავსად 20 მილიონია.
ჯამურად „ბლანკოსს“ შემოსავალში 125 მილიონი ევრო დაუფიქსირდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში კიდევ 7 შეგირდია.
- 4 ივლისი 2019
- 1 414
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.