შეთანხმება მიღწეულია!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ შეთანხმება მიღწეულია. „ნაპოლის“ პრეზიდენტს, დე ლაურენტისსა და ფლორენტინო პერესს შორის საბოლოო კომუნიკაცია შედგა...
„რეალი“ მზად არის, ხამეს როდრიგესი „ნაპოლიში“ გაუშვას. ახლა მთავარი კოლუმბიელი ფეხბურთელის პოზიცია იქნება, რომელიც კარლო ანჩელოტისთან შეხვედრას და სამომავლო გეგმების გაცნობას გეგმავს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხამესის სანაცვლოდ „ნაპოლი“ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, ამასთანავე ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სერია „ა“-ს მოგების შემთხვევაში, „ბლანკოსი“ დამატებით 6 მილიონ ევროს მიიღებს.
- 3 ივლისი 2019
- 4 342
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.