პერესს სებალიოსის დატოვება სურს, ზიდანს არა!
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი დანი სებალიოსის საკითხზე ვერ თანხმდებიან...
ფლორენტინო თვლის, რომ სებალიოსი არნახულ პროგრესს აჩვენებს და დიდი პერსპექტივა აქვს, ზიზუ კი მის ადგილს სამეფო კლუბის ახალ ფორმაციაში ვერ ხედავს.
ზიდანის აზრით, კოლექტივს უპირველესად სჭირდება პოგბა. პოლი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი და სხვები აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ცენტრი სოლიდური იყოს, აქედან გამომდინარე, ზიდანი სებალიოსს წასვლისკენ მოუწოდებს.
ზიზუ ფიქრობს, რომ დანიში 50 მილიონი ევროს მიღება უპრიანი იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პერესი. ესპანელ მმართველს 3 შემოთავაზება აქვს, „მილანი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ მზად არიან, ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შეელიონ.
- 2 ივლისი 2019
- 1 949
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.