სამეფო კლუბს კონკურენტები გამოუჩნდნენ
სეზონი სრულდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ტრანსფერების საკითხი. ყველას კარგად მოეხსენება რომ ფლორენტინო პერესს ძალიან სურს ვალენსიელი გამთამაშებლის დავიდ სილვას მადრიდის რეალში გადმობირება და მზად არის მასში 22 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ინგლისური გამომცემლობა Daily Mail - ს თუ დავუჯერებთ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას სურს, რომ 24 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძინოს. მათ ამისთვის ორი მიზეზი აქვთ. პირველი - ფეხბურთელის ფასი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სავარაუდოდ აიწევს, ხოლო მეორე მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მადრიდის რეალს გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებსაც ძალიან სურთ ფეხბურთელის შეძენა. ესენი არიან: ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი.
ლივერპული მიმდინარე სეზონში მისთვის უჩვეულო თამაშს აჩვენებს, რაც ძირითადად ნახევარდაცვის ბრალი არის, ამიტომ ბენიტესს ძალიან სურს ესპანელი ვარსკვლავით გააძლიეროს შემადგენლობა. რაც შეეხება მანჩესტერულ კლუბს, ექსპერტები ვარაუდობენ რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს რამოდენიმე ნახევარმცველი დატოვებს და ფერგიუსონს მათი შემცვლელი დასჭირდება დავიდ სილვა კი მისთვის იდეალური ვარიანტია.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელთან კონტრაქტი ივნისამდე გააფორმოს და ამ გზით "დაჯავშნოს" იგი მომავალი სეზონისათვის.
- 24 აპრილი 2010
- 1 945
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.