გაყიდვების სერია გრძელდება - „რეალმა“ უკვე 85 მილიონი მიიღო!
მადრიდის „რეალიდან“ ფეხბურთელების გაშვება გრძელდება...
მიმდინარე სატრანსფერი ფანჯრის დროს ფლორენტინო პერესმა უკვე 85 მილიონი ევრო მიიღო. ლორენტე „ატლეტიკოში“ 40 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო ლონდონის „ჩელსიმ“ კოვაჩიჩი 45 მილიონად წაიყვანა.
სულ მალე დადასტურდება ტეო ერნანდესის „მილანში“ ტრანსფერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20-იდან 22 მილიონ ევრომდე იმერყევებს.
პორტუგალიაში იმყოფება რაულ დე ტომასი, რომელიც „ბენფიკაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტეოს მსგავსად, დე ტომასის ფასიც 20 მილიონი ევროა.
ასევე მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს ხამეს როდრიგესის ბედი. კოლუმბიელ ფეხბურთელზე „ატლეტიკო“ და „ნაპოლი“ აცხადებენ პრეტენზიას. როდრიგესის სანაცვლოდ ფლორენტინო სოლიდური თანხის მიღებას აპირებს.
- 1 ივლისი 2019
- 4 622
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.