„რეალის“ ოფიციალური მიმართვა „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობას
მადრიდის „რეალს“ ლა ლიგის მომდევნო სეზონის საწყის ეტაპზე კორექტირების შეტანა სურს...
გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსის“ საშინაო არენა, სანტიაგო ბერნაბეუ რეკონსტრუქციაშია, ლა ლიგის საწყისი ტურებისთვის სტადიონი მზად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ „ბლანკოსი“ ლა ლიგას თხოვნით მიმართავს, კალენდარში ცვლილება მოახდინოს და „რეალმა“ პირველი 3 საშინაო მატჩი ბერნაბეუზე არ გამართოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კალენდარის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა მსგავსი პრეცენდენტი არაერთხელ დაფიქსირებულა.
- 1 ივლისი 2019
- 2 779
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.